Accessibility links

მოსკოვში საპროტესტო აქცია გაიმართა რეპრესიების და ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ


მოსკოვის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოწოდებით. აქციის სახელი იყო "თავისუფალი რუსეთისთვის, რეპრესიების და განურჩევლობის გარეშე", მისი მონაწილეები სახაროვის პროსპექტზე შეიკრიბნენ 10 ივნისს, პატრიოტულ დღესასწაულამდე, რუსეთის დღემდე ორი დღით ადრე და იმ ფონზე, როცა რუსეთი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება 14 ივნისიდან 15 ივლისამდე. პოლიციის განცხადებით, მოსკოვის მთავრობის მიერ ნებადართულ დემონსტრაციაში 1700-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა 5000-მდე იყო. ზოგიერთ დემონსტრანტს ხელში ეჭირა უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის პორტრეტი - სენცოვმა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია გააპროტესტა და ახლა, 14 მაისიდან, ის რუსეთის პატიმართა კოლონიაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მოითხოვს რუსეთმა გაათავისუფლოს უკრაინის 64 მოქალაქე, რომლებსაც ის პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG