Accessibility links

პატიმრობა შეეფარდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან კავშირში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს. ის სამართალდამცავებმა 8 ივნისს, თბილისში დააკავეს. შსს-ს განცხადებით მორჩაძე დაკავებულია მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას სამინისტრო აწარმოებს.

10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა ამავე საქმეზე დაკავებულ, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანსაც, რომელსაც ამ ეტაპზე ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG