Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად დევდარიანი სასამართლოში ჩივის ღირსებისა და პატივის შელახვისთვის


არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა"-ს ყოფილი გენერალური დირექტორი, ზვიად დევდარიანი, რომელიც მარტში "ქალთა მოძრაობამ" სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში დაადანაშაულა და ამ ბრალდებებს შსს იძიებს, სასამართლოში ჩივის ღირსებისა და პატივის შელახვის გამო. ადვოკატთან ერთად მან თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის და ერთი ინტერნეტგამოცემის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. დევდარიანი და მისი ადვოკატი ღიად მხოლოდ მხოლოდ სარჩელის 8 ადრესატს ასახელებენ და თავს იკავებენ კიდევ 4-ის სახელის დაკონკრეტებისგან, რადგან ეს ის პირები არიან, რომლებიც დევდარიანს შევიწროებაში სდებენ ბრალს. დასახელებულებს შორის არიან თამარ ჩერგოლეიშვილი, ბაია პატარაია, ნინო დანელია, თამარ ყურაშვილი, თამარ კაკაბაძე, იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი და
ინტერნეტ გამოცემა "ტაბულა"​.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG