Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 30-ს გადააჭარბა თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ


თავდასხმის შედეგად დაჭრილები ჯელალაბადის საავადმყოფოში. 2018 წლის 11 ივნისი
თავდასხმის შედეგად დაჭრილები ჯელალაბადის საავადმყოფოში. 2018 წლის 11 ივნისი

ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მომხდარი თავდასხმების შედეგად. ქაბულში 12 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა სოფლის განვითარების სამინისტროსთან, სადაც თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა. ავღანეთის არმიის 10 ჯარისკაცი და პოლიციის 5 თანამშრომელი ემსხვერპლა ყუნდუზის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას, რომლის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოძრაობა „თალიბანი“ დაადანაშაულა. თავდასხმა მოხდა ქალაქ ჯელალაბადის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობასთანაც. დღესვე 6 სამოქალაქო პირი დაიღუპა ღაზნის პროვინციაში, სადაც მიკროავტობუსი აფეთქდა გზაზე დატოვებულ ნაღმზე. ამავე პროვინციაში თავს დაესხნენ პოლიციელებსაც, რომლებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ღაზნის პროვინციის ხელისუფალთა ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე 3 პოლიციელი და 10 თავდამსხმელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG