Accessibility links

ანრი ოხანაშვილი: სახელმწიფოს ჩარევა იყო ადეკვატური


„მმართველი გუნდია ნომერ პირველი ძალა, რომელიც ამ ოჯახების გვერდით იდგება ბოლომდე, რათა აღსრულდეს სამართალი“, - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მისი შეფასებით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები ვერ ექცეოდა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის ფარგლებში, შესაბამისად, სახელმწიფოს ჩარევა იყო ადეკვატური.

„როცა არსებობს ემოციური ფონი და ამ ემოციურ ფონს თან სდევს კანონის დარღვევა, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ კანონით განსაზღვრული სამთვიანი ვადის ამოწურვამდე გასცემს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაზარალებული ოჯახების კითხვებს ამომწურავ პასუხს.

„პირველ ეტაპზე განსაზღვრულია სამ თვემდე ვადა. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ძალიან ოპერატიულად და სწრაფად ვიმუშაოთ - რაც შეიძლება მოკლე დროში უზრუნველვყოთ ყველა შეკითხვაზე პასუხი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG