Accessibility links

პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები აიღეს


პოლიციელებმა პარლამენტის შენობასთან მდებარე ტროტუარიდანაც აიღეს ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზტორების მიერ დადგმული კარვები. მანამდე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო ნაწილიდან კარვები დააბრუნეს პარლამენტის წინ, საიდანაც აქციის მონაწილეებმა 10 ივნისს ღამით გადაიტანეს საავტომობილო გზაზე. სამართალდამცავებმა მიზეზად დაასახელეს აქციის მონაწილეთა სიმცირე, რომლის გამოც დაუშვებელია საავტომობილო მოძრაობის პარალიზება. საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტოს შენობასთან კარვები 1 ივნისს დადგეს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG