Accessibility links

დასასრულს უახლოვდება მზადება აშშ-ჩრდილოეთ კორეის ისტორიული სამიტისათვის


სინგაპურში გაიმართა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა ორმხრივი სამიტისთვის მზადების ბოლომდე მისაყვანად, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა „ძალიან კარგად ჩაივლის“. 12 ივნისის სამიტზე ყურადღების ცენტრში იდგება ფხენიანის ბირთვული არსენალი და კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისაკენ მიმართული ძალისხმევა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისის პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამიტი იძლევა „უპრეცედენტო შანსს, შეიცვალოს ჩვენი ურთიერთობის ტრაექტორია და მშვიდობა და კეთილდღეობა“ მოუტანოს ჩრდილოეთ კორეას. პომპეოს არ გაუცია ცალსახა პასუხი შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გარღვევის სწრაფად მიღწევა და აღნიშნა, რომ სამიტმა უნდა შექმნას პირობები „რთული სამუშაოსთვის“, რომელიც შემდეგ დაიწყება. მისივე თქმით, ჩრდილოეთმა კორეამ უნდა მოახდინოს სრული და შეუქცევადი დენუკლეარიზაცია და მანამდე არ გაუქმდება ქვეყნის საწინააღმდეგო სანქციები.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG