Accessibility links

დონალდ ტრამპმა ისევ გააკრიტიკა აშშ-ის მოკავშირეები


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ორშაბათს კვლავ გააკრიტიკა „დიდი შვიდეულის“ წევრები. სინგაპურიდან 10 ივნისს გავრცელებულ ტვიტებში ტრამპი თავისი ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს ადანაშაულებს უსამართლო ვაჭრობასა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის დაბალი ხარჯების გაღებაში. მისი სიტყვებით, კანადა წელიწადში 100 მილიარდამდე დოლარს იღებს აშშ-თან ვაჭრობით, რადგან 270-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი აქვს დაწესებული ამერიკულ რძის ნაწარმზე. "და ამის მერე ჯასტინს ნაწყენად მოაქვს თავი, როცა პასუხს სთხოვენ", - წერს ტრამპი ტვიტერში. აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, გულისხმობს კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებას, რომ აშშ-ის ახალი საბაჟო გადასახადი „შეურაცხმყოფელია“. იმის გამო, რომ აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი 800 მილიარდ დოლარს აღწევს, ტრამპს პირობა აქვს დადებული, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებს აღარ მისცემს ამერიკელი ფერმერებისა და მუშების ხარჯზე დადებითი სავაჭრო ბალანსის შენარჩუნების საშულებას. ტრამპის კრიტიკა მიმართულია გერმანიის წინააღმდეგაც: ტრამპი აღშფოთებულია, რომ გერმანია, მისი თქმით, მთლიანი შიდა პროდუქციის სულ 1% -ს ახმარს ნატოს მაშინ, როცა ვაშინგტონზე მოდის გაცილებით უფრო მოცულობითი მთლიანი შიდა პროდუქციის 4%. „ჩვენ ევროპას ვიცავთ, მერე კიდევ ვაჭრობის წესებს გვიკრიტიკებენ. ელოდეთ ცვლილებებს“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. გერმანიამ და საფრანგეთმა მკვეთრად გააკრიტიკეს ტრამპის პოზიცია, რომელიც, მათი აზრით, ძირს უთხრის მოკავშირეებს შორის ნდობას. 9 ივნისის საღამოს, კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტიდან გამგზავრების შემდეგ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ჯასტინ ტრუდომ ტყუილი თქვა, რის გამოც აშშ-ის წარმომადგენლებს დაავალა, ნუ დაამტკიცებენ სამიტის დასკვნით განცხადებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG