Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა აამოქმედა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


აშშ-მა აამოქმედა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რის შესახებაც ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სანქცირებულების სიას დაემატა რუსეთის სამი კომპანია და რუსეთთან დაკავშირებული ორი საერთაშორისო სტრუქტურა. სანქცირებულია, მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული ფირმა „დაივტეხნოსერვისი“, რომელიც აწარმოებს მყვინთავებისა და წყალქვეშა აღჭურვილობას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, „დაივტეხნოსერვისმა“ 2011 წელს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან გააფორმა 1,5 მლნ დოლარის კონტრაქტი წყალქვეშა აპარატის შესაქმნელად. ფინანსთა სამინისტრო 11 ივნისის განცხადებაში ასახელებს ასევე სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ კომპანია „დიჯიტლ სეკურიტის“, რომელსაც ადანაშაულებს „რუსეთის შეტევითი კიბერშესაძლებლობების გაძლიერებისაკენ“ მიმართულ ძალისხმევაში. მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა 2017 წლის იანვარში გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ მოსკოვი აწარმოებდა ჰაკერულ და პროპაგანდისტულ კამპანიას აშშ-ის 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აშშ-ის ხელისუფლება მიმართავს ზომებს, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებული ინტერნეტკომპანიების წინააღმდეგ. 2012 წლიდან მოყოლებული, აშშ-ს დაწესებული აქვს სანქციები ათობით რუსი ინდივიდისა და კომპანიისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG