Accessibility links

რუსთაველის გამზირზე აქცია ერთი კვირით დაიშალა


ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ მხარდამჭერებს მოუწოდა ერთი კვირით შეწყვიტონ პარლამენტის შენობის წინ შეკრება.

ეს გადაწყვეტილება სარალიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან სერგი კაპანაძესთან და „ევროპული საქართველოდან“ კომისიის სხვა წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სარალიძემ განაცხადა, რომ იმედი აქვს საგამოძიებო კომისიისა და ჭეშმარიტების დადგენის, მიუხედავად იმისა, რომ „მოწმეები არ არსებობს,ნივთმტკიცებები არ არსებობს და რთული ვითარებაა ამ საქმის გახსნის მხრივ“.

„რაც შეეხება შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომის მოთხოვნას - დღის წესრიგში რჩება“,- განუცხადა ზაზა სარალიძემ რადიო თავისუფლებას

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG