Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრა


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებული ახალგორის რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს წაუყნა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. მას ბრალად სდებენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონული განყოფილების მიმართ. რადიო თავისუფლების პროგრამის, „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის ადვოკატი იკრამჟან რამატოვი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ პროკურატურა მათ დამტკიცებას ვერ შეძლებს.

ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისა და მოქალაქეობის უკანონოდ მიღების ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმეები აღძრა 2017 წლის აგვისტოსა და 2018 წლის მარტშიც. გამოძიების საბაბით, დე ფაქტო ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტს შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ოკუპირებული ახალგორის დატოვება აუკრძალა.

XS
SM
MD
LG