Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა მოჭიდავეებმა თერთმეტი მედალი მოიპოვეს ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე


ქართველმა მოჭიდავეებმა თერთმეტი მედლით დაასრულეს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოსვლა. 4-10 ივნისს სტამბოლში გამართულ შეჯიბრებაზე საპრიზო სამეულები ბერძნულ-რომაულ, ქალთა და თავისუფალი სტილით ჭიდაობებში შეივსო.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თურქეთიდან სამი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კილოგრამი წონითი კატეგორია), რამაზ ზოიძე (72 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), დავით ჩხარტიშვლი (60 კგ) და ლერი აბულაძე (63 კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალია. ვერცხლს ირაკლი მწითური (92 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოებს - თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).

ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა მესამე ადგილი დაიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG