Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი: ეს არის კიდევ ერთი საქმე ჩემი ტყვეობის გასაგრძელებლად


ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი მის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურაში დაწყებულ ახალ გამოძიებას აფასებს დროის გაჭიანურების კიდევ ერთ მცდელობად. „არაფერს არ იძიებენ. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი, რომ გაიწელოს დრო და საქმე და ჩემი ტყვეობა“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას თამარ მეარაყიშვილმა. მისი ინფორმაციით, დე ფაქტო პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რადგან ადრე წარდგენილ ბრალდებას მოქალაქეობის უკანონოდ მიღების შესახებ დაემატა დოკუმენტების გაყალბება, რაც 6 თვის ნაცვლად უკვე სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას ვერცერთ ბრალდებას ვერ დაუმტკიცებენ.

12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს წაუყნა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. მას ბრალად სდებენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონული განყოფილების მიმართ. დე ფაქტო პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისა და მოქალაქეობის უკანონოდ მიღების ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმეები აღძრა 2017 წლის აგვისტოსა და 2018 წლის მარტშიც. გამოძიების საბაბით, დე ფაქტო ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტს შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ოკუპირებული ახალგორის დატოვება აუკრძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG