Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: შსს-ს გენერალური ინსპექცია ძალიან მონდომებულია


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 11 ივნისს მომხდარი იციდენტის შესახებ. ზაზა სარალიძე გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა ადვოკატთან, ნესტან ლონდარიძესთან ერთად. "მოლოდინი ყოველთვის მაქვს და აუცილებლად გადადგამენ ნაბიჯებს, რომ რეაგირება მოახდინონ ამ თემასთან დაკავშირებით და მისცენ აუცილებლად სამართლებრივი ფორმა. ამაზე მზაობას გამოხატავენ და მე პირადად ვერ დავინახე ვერაფერი საწინააღმდეგო. პირიქით, ძალიან მონდომებულები არიან თვითონაც და მივესალმები ამ ნაბიჯებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, გენერალურმა ინსპექციამ უნდა ჩაატაროს მოკვლევა და გამოკითხოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელები, რომელთა ამოცნობა შესაძლებელია სატელევიზიო კადრებითაც. „ჩვენ დავინახეთ მზაობა იმისათვის, რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და მივიღოთ სამართლიანი შედეგი“ - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ზვიად კუპრავას და კიდევ სამი პირის საქმეს. სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებული პირები ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდნენ სასადილოში, სადაც პოლიციელებმა მიაკითხეს და სხდომის განახლების მოტივით მოთხოვეს დარბაზში დაბრუნება. თავის მხრივ, ზვიად კუპრავამ სადილის დასრულება მოითხოვა, რის შემდეგაც პოლიციელებმა სასადილოდან ძალით გაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG