Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი აცხადებს, რომ მოაგვარა მაკედონიასთან დავა სახელწოდების გარშემო


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, მისმა ქვეყანამ და მაკედონიამ მიაღწიეს შეთანხმებას ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის სახელწოდების გარშემო დავის მოსაგვარებლად.„კმაყოფილი ვარ, რადგან მივაღწიეთ რიგიან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საბერძნეთის მხარის მიერ წაყენებულ ყველა პირობას“, აღნიშნა ციპრასმა 12 ივნისს ტელევიზიით ნაჩვენებ განცხადებაში. მას არ დაუსახელებია ახალი სახელწოდება, ან მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტი. არც მაკედონიელ ოფიციალურ პირებს გაუკეთებიათ სახელწოდებაზე განცხადება, მაგრამ მათ ადრე ნათქვამი აქვთ, რომ ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებას შესაძლოა დაემატოს „ზემო“, ან „ჩრდილოეთი“ ათენის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მაკედონიელი ნაციონალისტები ეწინააღმდეგებიან ასეთ დათმობას. მაკედონიის სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან დავა დაიწყო 1991 წელს, როცა მაკედონია მშვიდობიანად გამოეყო იუგოსლავიას და გამოაცხადა დამოუკიდებლობა სახელწოდებით „მაკედონიის რესპუბლიკა“. ათენი შიშობს, რომ ამ ქვეყანას შესაძლოა გაუჩნდეს პრეტენზია საბერძნეთის ამავესახელწოდებიან პროვინციაზე, რომელიც ესაზღვრება მაკედონიის რესპუბლიკას. დავის გამო ფერხდება ევროკავშირსა და ნატოში მაკედონიის გაწევრიანების პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG