Accessibility links

მოგერინი: ევროკავშირი არ შეწყვეტს მუშაობას საქართველოში კონფლიქტების მოგვარების მისაღწევად


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი არ წყვეტს და არც შეწყვეტს მუშაობას საქართველოში კონფლიქტების მოგვარების მისაღწევად. საქართველოს შესახებ მოგერინიმ ისაუბრა 12 ივნისს მოხსენებაში, რომლითაც ევროპარლამენტში გამოვიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებით. მოგერინიმ დაგმო სირიის მიერ ბოლოხანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ასევე დაგმო ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთი დგამს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითად, სამხედრო კონტინგენტის გასაზრდელად. სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოგერინის მოხსენებას მოჰყვა მრავალი ევროპარლამენტარის, მათ შორის რუმინელი დეპუტატების კრისტიან დან პრედასა და ვიქტორ ბოშტინარუს, აგრეთვე პოლონელი ანა ფოტიგას გამოსვლები. ფოტიგამ, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია, მოითხოვა სანქციების მიღება ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის გამო. 14 ივნისს ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, საქართველოში რუსეთის შეჭრის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG