თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინმე კანონს არღვევს.
„არ აქვს მნიშვნელობა "ქართული ოცნების" წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს“ - განაცხადა კახა კალაძემ მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავების კომენტირებისას. კალაძის თქმით, მთავარი და უზენაესია კანონი და პრივილეგირებული ადამიანები არ და ვერ იქნებიან.
თემურ აბაზოვის დაკავება უკავშირდება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის გამოძიებას. 12 ივნისს, მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელეს ინფრმაცია და ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მამაკაცი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მას ბოდიში მოახდევინეს და სახის შარდით დაბანა აიძულეს.