Accessibility links

ირაკლი კობახიძე: მარნეულის ინციდენტში სავარაუდოდ მონაწილეობდა პარლამენტის ერთ-ერთი წევრი


პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 13 ივნიის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ე.წ."მარნეულის ინციდენტში" სავარაუდოდ მონაწილოებდა პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.

"მე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება მარნეულის ინციდენტზე, ძალიან მძიმე ინციდენტზე. შემოსულია წერილი მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, ბატონი მამუკა ვასაძისგან. ჩვენ ცხადია ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, ამ ინციდენტში სავარაუდოდ გარეული იყო საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი."

პარლამენტის თავმჯომარის თქმით, პროკურატურისგან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ გამოტანილ იქნა დადგენილება და იკვეთება მისი მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულში.

"აუცილებელია ამ ძალიან მძიმე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თანამდებობისა, აუცილებელია თითოული მონაწილის დასჯა და ამას უნდა ჰქონდეს პრედენენტული მნიშვნელობა"

12 ივნისს, მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელეს ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მამაკაცი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, მას ბოდიში მოახდევინეს და სახის შარდით დაბანა აიძულეს.

13 ივნისს პროკურატურის თანამშრომლებმა ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავეს მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG