Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს


2018 წლის 13 ივნისი: ფიფა-ს 68-ე კონგრესი, რომელიც გაიმართა მოსკოვში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე
2018 წლის 13 ივნისი: ფიფა-ს 68-ე კონგრესი, რომელიც გაიმართა მოსკოვში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე

მოსკოვში ფიფა-ს ყრილობაზე გამართული კენჭისყრის შედეგებით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს სამი ქვეყანა: აშშ, მექსიკა და კანადა. ჩემპიონატის მატჩები მათ შორის განაწილდება. სამეულის კონკურენტი იყო მაროკო. ფიფა-ს (ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის) წევრებიდან 134 მიემხრო აშშ-ს, მექსიკასა და კანადას, ხოლო 65 - მაროკოს. ყრილობა გაიმართა რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი უმასპინძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG