Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას გააკეთებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, საგანგებო განცხადება დღეს, 18:30 საათზეა დაგეგმილი.

გუშინ, 12 ივნისს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთავარ ოფისში დახურულ კარს მიღმა გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები. სხდომის დამთავრების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, სამთავრობო ცვლილებების საკითხზე არ უმსჯელიათ. განხილვის მთავარ თემად დასახელდა UNICEF-ის ყოველწლიური კვლევა - „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG