Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი მთავრობის სწრაფ ცვლილებას არ ელოდა


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება. „პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი. ველოდი მთავრობის მოხსენებას, ანგარიშს გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“ - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ბევრ დადებითთან ერთად იყო კრიტიკაც, თუმცა, სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა და პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება პირადი შეხედულებით მიიღო.

„ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის, უფრო სწრაფად სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელება. 4 წლის წინ არ გვქონდა ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა, ახლა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უმრავლესობიდან ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის საკითხი გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.

XS
SM
MD
LG