Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას დაესწრებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებიც


კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა დაასახელა 17 ქვეყანა, რომელთა ლიდერებიც დაესწრებიან ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნას. ცერემონია გაიმართება 14 ივნისს მოსკოვში, „ლუჟნიკის“ სტადიონზე. 17 ქვეყნის ლიდერებს შორის მოსკოვი ასახელებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს. 17 ქვეყნიდან მხოლოდ ორი - საუდის არაბეთი და პანამა - მონაწილეობენ ასპარეზობაში. მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება რუსეთის 11 ქალაქში. ასპარეზობის ბოიკოტის შესახებ გამოცხადებული აქვს ოთხ ქვეყანას - ავსტრალიას, ბრიტანეთს, პოლონეთსა და ისლანდიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG