Accessibility links

"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ, რომ პრემიერის გადადგომის მიზეზი ბოლო დღეების საპროტესტო აქციებია


მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას კავშირი არ აქვს ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებთან და ძირითადი მიზეზი ეკონომიკური საკითხებია. „მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე“ - განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა იყო წარმატებული, თუმცა, დღეს საჭიროა მეტი დინამიკა, უფრო სწრაფი განვითარება და ადეკვატური პასუხი რეალურ გამოწვევებზე, რასაც ბოლო დროის კვლევები აჩვენებს. მდინარაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარსადგენად არ დასჭირდება კონსტიტუციით დადგენილი სრული ვადა - 7 დღე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG