Accessibility links

საპარლამენტო უმცირესობა გამოსავლად მიიჩნევს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას


დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა, რომ მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღებია.

„მეორე - მან ისაუბრა, ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს პრობლემებს, იმ კრიზისებს, იმ სირთულეებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, გამოსავალია მთლიანად შეცვლა იმ გუნდისა, რომელსაც არ შეუძლია ქყვეყნის წინ წაყვანა და ნორმალურად მართვა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განცხადებით, გამოსავალია არჩევნების გზით, მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში მოსვლა ისეთი გუნდისა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG