Accessibility links

ზაზა სარალიძე: პრემიერ-მინისტრის გადადგომა მე არ მომითხოვია


ზაზა სარალიძე

საქართველოს შსს-ში დასრულდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვა. მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ სამინისტროს წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია და ესაუბრა გამოძიების პროცესში არსებულ დარღვევებზე. „პირველი მთავარი დარღვევაა, სად არის მიხეილ კალანდიას სისხლით ამოსვრილი ტანსაცმელი“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მისი ინფორმაციით, შსს-ში გამოკითხვა 15 ივნისს გაგრძელდება.

ჟურნალისტებმა სარალიძეს ჰკითხეს, რა რეაქცია აქვს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მის მხარდამჭერ აქციაზე მოითხოვდნენ პრემიერის გადადგომას. „ეს იყო პირველ აქციაზე მემგონი, თუ რომ მოვიდა მაშინ, აღარ მახსოვს ზუსტად. იმის მერე აღარ გამიმახვილებია ყურადღება ამაზე იმიტომ, რომ როდესაც კვირიკაშვილს პირადად შევხვდი, დავრწმუნდი, რომ ამ კაცმა საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ იცოდა“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, კონკრეტული პრეტენზიები აქვს იმ ადამიანებთან, ვინც ყველაფერი იციან ამ საქმის შესახებ და რეაგირებას არ აკეთებენ, ან მფარველობენ როგორც „წულუკიანი მოევლინა შოთაძეს მფარველად და ტაშფანდურით გააცილა.“

„პრემიერ-მინისტრის გადადგომა მე არ მომითხოვია და არც მოვითხოვდი, თუ პირადად არ შემეხებოდა. ამ შემთხვევაში წულუკიანი შეგვეხო და გახარია შეგვეხო“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG