Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ტაბატაძის კანდიდატურას განიხილავენ


მარნეული
მარნეული

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მერის მოადგილის ზაურ ტაბატაძის კანდიდატურას განიხილავენ. რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში მიმდინარეობს სხდომა, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მისი მოადგილეები და "ქართული ოცნების’’ მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებიან. სხდომას ქვემო ქართლის გუბერნატორი უძღვება. სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვინაობა. ამ თანამდებობაზეც მერის მოადგილეს ზაურ ტაბატაძეს მოიაზრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG