Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრებაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და მთავრობის არსებულ შემადგენლობას დააკისრა მოვალეობის შესრულება ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

XS
SM
MD
LG