Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჰემოტ ბეგის ძეგლი ექნება


13 ივნისის სიმბოლოდ ქცეულ თბილისის ზოოპარკის ბინადარ ბეჰემოტ ბეგის თბილისში ძეგლს დაუდგამენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოხალისეების სახელობის ჯილდოც დაწესდება. მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, სოფიო ხუნწარიას სიტყვებით, „13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ კი „ბეგი“ ხელოვანების, მოხალისეების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა“ - სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დედაქალაქის მერიამ თბილისში ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლის დაადგმა. ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაიაა, მოქანდაკე კი ლევან ვარდოსანიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG