Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ჩამპიონატის დაწყების წინ რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევები შეახსენეს


რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების წინ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, პიერ ანტონიო პანცერიმ და ევროკავშირი-რუსეთის საპარლამენტო თანამშრომლობის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოტმან კარასმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რუსეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. მასში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა სხვა ამოცანებზე პრიორიტეტულია. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რუსეთში მუდმივად ნეგატიური სიტუაციაა ადამიანის უფლებების სფეროში და ამან მოიცვა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდიც. ევროპარლამენტის წევრების შეფასებით, მაშინ, როცა რუსეთში მკაცრად იზღუდება მედიის თავისუფლება, აპატიმრებენ ჟურნალისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს და აშინებენ უფლებადამცველებს, მსხვილი სპორტული ღონისძიებები უნდა იქცეს ცვლილებებზე დაფიქრების საბაბად. ევროპარლამენტარებმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს რუსეთზე ზეწოლისკენ, რათა მან უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა.

ევროპარლამენტი გეგმავდა რეზოლუციაში ჩაეწერა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადების პუნქტი, თუმცა დეპუტატებმა ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG