Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის პრესმდივნისთვის უცნობია პრეზიდენტის სიტყვები, რომ ყირიმი რუსეთისაა


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებით, მისთვის უცნობია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები, რომ ყირიმი რუსეთისაა, რადგან ნახევარკუნძულზე ყველა რუსულად ლაპარაკობს. 14 ივნისს, ამერიკულმა ინტერნეტგამოცემამ BuzzFeed-მა ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ პარასკევს კანადაში, „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის დროს გამართულ ვახშამზე ტრამპმა ყირიმს უწოდა რუსეთის ნაწილი, რადგან იქაური მოსახლეობა რუსულად ლაპარაკობს და კოლეგებისგან დაინტერესდა, რატომ დაუჭირეს მხარი უკრაინას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.

თეთრი სახლის პრესმდივანს, სარა სანდერსს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მართლაც მიიჩნევს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი ყირიმს რუსეთის ნაწილად იმის გამო, რომ ნახევარკუნძულის მცხოვრებნი რუსულად ლაპარაკობენ. სანდერსმა უპასიხა, რომ ასეთი ნათქვამი მისთვის უცნობია, თუმცა იცის მედიით გავრცელებული ინფორმაცია. „არ ვაპირებ კომენტარს კერძო საუბარზე, რომელშიც არ ვმონაწილეობდი და რომლის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG