Accessibility links

არჩილ ტატუნაშვილის მამა მისი ვაჟის წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულს პირადად იცნობს


გივი ტატუნაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა გივი ტატუნაშვილი პირადად იცნობს მისი ვაჟის უკანონოდ დაკავებასა და წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ ერთ-ერთ პირს, დავით გურწიევს, რომელიც ამჟამად ასრულებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის მოვალეობას, მანამდე კი პროკურორის თანაშემწე იყო.

„გურწიევს ვიცნობ. გველი ყოფილა. მამამისს ახლოს ვიცნობდი და მაგასაც ბავშვობიდან. ჩემ თვალწინ გაიზარდა თითქმის. არაკაცი ყოფილა“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას გივი ტატუნაშვილმა.

14 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწეს დავით გურწიევს და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსს, ალიკ ტაბოევს. მათ ბრალად ედება არჩილ ტატუნაშვილთან ერთად კიდევ ორი მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაც.

დაწერეთ კომენტარი აქ

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG