Accessibility links

დღეს საქართველოს საპატრიარქოში ელოდებიან მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლებს


საქართველოს საპატრიარქო

დღეს თბილისს ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს ორი მაღალი რანგის სასულიერო პირი - გალიის მიტროპოლიტი ემანუელი და სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველის თქმით, მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს.

„მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები უწმინდეს მსოფლიო პატრიარქის პოზიციას გააცნობენ, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე საეკლესიო პრობლემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა. მისივე თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები 17 ივნისს საკვირაო წირვაში მიიღებენ მონაწილეობას და საქართველოს 18 ივნისს დატოვებენ.

უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდა რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი).

უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა თვითგამოცხადებული "აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს" თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა დოროთემ (დბარმა), რომლის თქმითაც, თუკი უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან მიიღებს ავტოკეფალიას, ეს ფაქტი მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს აფხაზეთის საეკლესიო საკითხთან მიმართებითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG