Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობა აპროტესტებს ჭავჭავაძეზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას


მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

დღეს თბილისში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ჭავჭავაძის #33-ში, ყოფილი სკვერისა და სტადიონის ტერიტორიაზე, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. აქციაზე მყოფი ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო და რამდენჯერმე შეჩერდა აქციებისა და სასამართლოს მეშვეობით. სასამართლომ მშენებელ კომპანიას 22-სართულიანი შენობის აგება აუკრძალა, თუმცა 2018 წლის თებერვლიდან მშენებლობა ისევ განახლდა. აქციაზე იმყოფებოდა მერობის ყოფილი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი:

„2012 წელს, უგულავას დროს, გაიცა ნებართვა, მაგრამ მცხოვრებლებმა სასამართლოს გზით გააუქმებინეს ნებართვა. ნარმანიას დროს ხელახლა გასცეს ნებართვა, ისევ აქციებით და სასამართლოთი შეაჩერეს. კალაძის დროს გასცეს ნებართვა, შეაჩერეს და ახლა ისევ გასცეს ნებართვა. საშიში ის არის, რომ აქ არის გაზის გამანაწილებელი სადგური, მერიას კი თავის დასკვნაში ეწერა, რომ არ შეიძლება გაზის გამანაწილებლის მახლობლად კორპუსის მშენებლობა. კალაძეს მინდა ვკითხო, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელსაც ჰპირდებოდა?“

მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებასა და მერთან შეხვედრას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG