Accessibility links

დიდი მსხვერპლი მოჰყვა ავღანეთში მომხდარ ტერაქტს


20 კაცი, მათ შორის თალიბანის წევრები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიღუპა სავარაუდო თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. დაჭრილია 16 კაცი. აღმოსავლეთ ავღანეთის ქალაქ ნანგარჰარში თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მორწმუნეები, რომელთა შორის ორგანიზაცია თალიბანის წევრებიც იმყოფებოდნენ, ერთად აღნიშნავდნენ რამადანის მარხვის თვის დასასრულს. თავდასხმაზე ერთბაშად არავის აუღია პასუხიმგებლობა. შაბათს ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გაახანგრძლივა ცეცხლის შეწყვეტის ერთკვირიანი შეთანხმება მთავრობასა და „თალიბანს“ შორის.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG