Accessibility links

გერმანიაში შეიქმნა მმართველი კოალიციის დაშლის საფრთხე


ჰორსტ ზეეჰოფერი და ანგელა მერკელი

მიგრანტთა საკითხში უთანხმოების გამო სამთავრობო კრიზისის საფრთხე წარმოიშვა გერმანიაში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი, რომელიც კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტი, ქრისტიანულ-სოციალური კავშირის თავმჯდომარეა. ზეეჰოფერი დაჟინებით ითხოვს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და ლტოლვილების უკან გაგზავნას ევროკავშირის იმ ქვეყნებში, დასაც მათ პირველად მოითხოვეს თავშესაფარი. ამ პოზიციას 2015 წელს მკაცრად დაუპირისპირდა ანგელა მერკელი, რომელიც აცხადებს, რომ საჭიროა საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების შეთანხმება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, და ზეეჰოფერს მოუწოდებს, რათა გადადოს მისი გეგმის ამოქმედება ევროკაშირის სამიტამდე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება. მოელიან, რომ მერკელის წინააღმდეგობის მიუხედავად გერმანიის შინაგან საქმეთა მინიტრი ჰორსტ ზეეჰოფერი, ორშაბათს გამოცხადებს ახალი გეგმის ამოქმედებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG