Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა დაადასტურა პაკისტანის თალიბანის ლიდერის მკვლელობა


ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ განადგურებულია პაკისტანის თალიბანის ლიდერი, მულა ფაზულა, რომლის სიკვდილსაც ავღანეთის ლიდერმა უწოდა ქაბულსა და ისლამაბადს შორის „ნდობის აღდგენისაკენ“ გადადგმული „დიდი ნაბიჯი“. ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში აშრაფ ღანი აღნიშნავს, რომ მულა ფაზულას სიკვდილი მასთან საუბარში დაადასტურეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა და არმიის მეთაურმა. უფრო ადრე ავღანეთის თავდაცვის სამინისტროსა და პაკისტანის დაზვერვის წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად ფაზულა დაიღუპა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავისა მიერ 13 ივნისს განხორციელებული იერიშის შედეგად, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე. აშშ-ის ხელისუფლების ანონიმურმა წყაროებმა მედიასთან საუბარში არ დააზუსტეს, არის თუ არა მოკლული მულა ფაზულა, ექსტრემისტული ორგანიზაცია ტეჰრიკ ე-თალიბანის ლიდერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG