Accessibility links

პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა დემონსტრანტები ათენში


საბერძნეთის პოლიციამ ცრემლსადენის გაზის გამოყენებით დაშალა ანტისამთავრობო აქცია ათენში, პარლამენტის წინ, სადაც 16 ივნისს კანონმდებლები მსჯელობენ მთავრობისადმი ნდობის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას მაკედონიასთან მისი სახელწოდების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისგამო. მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ათენმა და სკოპიემ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად მაკედონიას ამიერიდან ეწოდება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“. საბერძნეთის ოპოზიციური პარტიები და მოსახლეობის ნაწილი ამ ნაბიჯს „კაპიტულანტურს“ უწოდებს და წინააღმდეგია იმისა, რომ სახელწოდება „მაკედონია“ ფიგურირებდეს იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის დასახელებაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG