Accessibility links

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გადაურჩა უნდობლობის გამოცხადებას


ალექსის ციპრასი პარლამენტში

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსისი ციპრასი გადაურჩა უნდობლობის გამოცხადებას საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რასაც მმართველი პარტიის ოპონენტები ცდილობდნენ მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით, ათენსა და სკოპიეს შორის მიღწეული კომპრომისული შეთანხმების შემდეგ დაწყებული უკმაყოფილების ფონზე. პარლამენტის სხდომის პარალელურად, შენობის წინ, ათენში მიმდინარეობდა მრავალათასიანი ანტისამათავრობო აქცია, რომელიც პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და კვამლის ყუმბარების გამოყენებით დაშალა. ციპრასის მხარდამჭერმა კანონმდებლებმა არ მიიღეს ოპოზიციური ახალი დემოკრატიული პარტიის წინადადება უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. სამასი დეპუტატიდან მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა 127-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა 153-მა. ოპოზიცია ადანაშაულებს ალექსის ციპრასს, მათი აზრით, მაკედონიის სახელწოდების საკითხში ძალიან ბევრი დათმობის გამო. მოელიან, რომ ხელშეკრულებას ხელი ხვალ მოეწერება. მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ, გასულ კვირაში, ათენმა და სკოპიემ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად მაკედონიას ამიერიდან ეწოდება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“. საბერძნეთის ოპოზიციური პარტიები და მოსახლეობის ნაწილი ამ ნაბიჯს „კაპიტულანტურს“ უწოდებს და წინააღმდეგია იმისა, რომ სახელწოდება „მაკედონია“ ფიგურირებდეს იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის დასახელებაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG