Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში 150 ნაციონალისტი დააკავეს „თანასწორობის მარშის“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად


უკრაინის პოლიციას უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების მიღება და ნაციონალისტურად განწყობილი 150 პირის დაკავება მოუხდა, რათა უზრუნველეყო წესრიგი კიევის ცენტრში 17 ივნისს გამართული „თანასწორობის მარშის“ დროს. პოლიციის ცნობით, კიევის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა მშვიდობიან მეველეობაში, რომელიც ორგანიზებული ლგბტ აქტივისტებისა და სხვადასხვა უფლებათადამცველი ორგანიზაციების მიერ. ატივისტებს ხელში ეჭირათ ცისარტყელანი დროშები და პლაკატები წარწერებით: „თავისუფალ ადამიანთა ქვეყანა. იყავი, რაც ხარ“ და „საკუთარ ქალაქში მე არასოდეს შემეშინდება“. აქციის დაწყების წინ, რამდენიმე ასეულმა ნაციონალისტურად განწყობილმა ახალგაზრდამა მოაწყო პიკეტი კიევის ცენტრში და შეეცადა ხელი შეეშალა თანასწორობის მარშისათვის“. მოხდა შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, დემონსტრანტთა მხრიდან გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი, რის შემდეგადაც ხუთმა პოლიციელმა თვალის უმნიშვნელო დამწვრობა მიიღო. კიევის პოლიციის უფროსის ანდრეი კრიშენკოს ცნობით, დაკავებულთა უმრავლესობა გათავისუფლებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმზე ხელმოწერის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG