Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის არმიამ ალყაში მოაქცია ჰუთიტების დაჯგუფება პორტ ჰოდეიდაში


იემენელი ჯარისკაცები
იემენელი ჯარისკაცები

იემენის სამთავრობო ჯარები, რომლებსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი და სხვა მოკავშირეები, ახლოს არიან იმასთან, რომ გამოსტაცონ ხელიდან წითელ ზღავზე მდებარე საპორტო ქალაქი ჰოდეიდა პროირანულ ჰუთიტების დაჯგუფებას. გავრცელებული ცნობებით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობას ქალაქის აეროპორტთან, ხოლო ჰოდეიდა ალყაშემორტყმულია. დიდი დანაკარგებია აქვს ორივე მხარეს. ქალაქ ჰოდეიდას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამ პორტით ღებულობენ ყველას ახის ტვირთებს ჰუთიტები, რომლებიც აკონტროლებენ იემენის რამდენიმე რაიონს, მათ შორის დედაქალაქ სანას. გაეროს წარმომადგენლები შაბათს ჩავიდნენ სანაში, რათა დაარწმუნონ ჰუთიტები, უარი თქვან ბრძოლების გაგრძელებაზე და დათანხმდნენ პორტის გადაცემაზე საერთაშორისო კონტროლის ქვეშ. შეიარაღებული კონფლიქტია იემენში მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება. საერთაშორისოდ აღიარებულ იემენის მთავრობას, რომელსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი, უპირისპირდებიან ამბოხებული ჰუთიტები, რომლის უკანაც ირანის რეჟიმი დგას.

XS
SM
MD
LG