Accessibility links

საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის გატაცების ფაქტზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც 2008 წლიდან იმყოფება საქართველოში და ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე. გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრი 68 წლის მიშა პეტრიაშვილი კვირას გაიტაცეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG