Accessibility links

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს „მცირე ზომის მთავრობას“


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ იგი დამტკიცების შემდეგ, რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს. "ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებას",- განაცხადა 17 ივნისს ბახტაძემ. მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა სამინისტროების მოსალოდნელ შემცირებაზე და დასძინა, რომ ამ საკითხზე გუნდში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 15 ივნისს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე ოფიციალურად წარადგინა. 7 დღის ვადაში მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარადგინოს. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისს დატოვა თანამდებობა. მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიზეზად დაასახელა მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG