Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-მდე გაიზარდა ავღანეთში ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, 18-მდე გაიზარდა ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადის სამთავრობო კვარტალში, კვირას მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი. სავარაუდო თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედგად, დაჭრილია 49 ადამიანი. მომხდარ ტერაქტზე ერთბაშად არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა. მანამდე, შაბათს 36 კაცი, მათ შორის თალიბანის წევრები და მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიღუპა იმავე პროვინცია ნანგარჰარში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი იერიშის შედეგად. აფეთქებას ემსხვერპლა ასევე ნაჯიბულა კამავალი, პროვინციის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც ებრძვის როგორც სამთავრობო ჯარებს, ისე თალიბანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG