Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ერთ-ერთი სოფლის პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


ბათუმის საქალაქო სასამართლომ 17 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, პოლიციელ ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა. მკვლელობა 16 ივნისს მოხდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. პროკურორი დანაშაულისათვის ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG