Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ადგილობრივმა მოხელეებმა და მაყურებელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სპექტაკლი „დემონები“


გორის მერიას „დემონების“ შერცხვა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:51 0:00

გორში გამართულ საერთაშორისო კომედიურ თეატრალურ ფესტივალის დასკვნით დღეს, 17 ივნისს, ათეულობით ადამიანმა, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, დატოვა დარბაზი, სადაც სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი ,,დემონები“ მიდიოდა. პორტალ qartli.ge-ის ცნობით, პროტესტის მიზეზი გახდა, მათი შეფასებით, უხამსი სიტყვები და კულტურული საზოგადოებისათვის შეუფერებელი მოქმედებების ჩვენება.„არ შეიძლება ასმენინო უხამსი სიტყვები ადამიანებს, რომლებიც იქ ოჯახის წევრებთან ან მშობლებთან ერთად არიან მისულები. ნაცვლად განტვირთვისა და მხიარულებისა, დასტრესილები წამოვედით,“- აღნიშნა გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა, რომელიც სპექტაკლს ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა. იგი ,,დემონებს“ ფსიქოლოგიურ და რთულად შესასრულებელ სპექტაკლად თვლის, თუმცა ფესტივალის დახურვის საცერემონიო ჩვენებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს. „დემონების“ პრემიერა 24 მარტს გაიმართა სამეფო უბნის თეატრში. სპექტაკლის რეჟისორია მიშა ჩარკვიანი, რომელმაც „დემონების“ გარშემო არსებულ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით „არტინფოსთან“ საუბარში განაცხადა, რომ „თეატრი არსებობს მგავსი პროცესებისთვის. ეს არის ის იშვიათი მომენტი, როდესაც თეატრი ამართლებს თავის ფუნქციას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG