Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის არმია აცხადებს, რომ კონტროლი დაამყარა ჰოდეიდის აეროპორტზე


ჰოდეიდას პორტი
ჰოდეიდას პორტი

იემენის სამთავრობო ჯარების სარდლობა აცხადებს, რომ ჰუთიტები განდევნილია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, საპორტო ქალაქ ჰოდეიდის აეროპორტიდან და ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა ნაღმებისგან. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ჰუთიტები, რომლებიც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ იემენის არმიას, რომელიც ავიწროებს ალყას ქალაქ ჰოდეიდაზე. გავრცელებული ცნობებით, დიდი დანაკარგები აქვს ორივე მხარეს. წითელ ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქ ჰოდეიდას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამ პორტით ღებულობენ ყველას ახის ტვირთებს ჰუთიტები, რომლებიც აკონტროლებენ იემენის რამდენიმე რაიონს, მათ შორის დედაქალაქ სანას. გაეროს წარმომადგენლები შაბათს ჩავიდნენ სანაში, რათა დაარწმუნონ ჰუთიტები, უარი თქვან ბრძოლების გაგრძელებაზე და დათანხმდნენ პორტის გადაცემაზე საერთაშორისო კონტროლის ქვეშ. შეიარაღებული კონფლიქტია იემენში მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება. საერთაშორისოდ აღიარებულ იემენის მთავრობას, რომელსაც მხარს უჭერს საუდის არაბეთი, უპირისპირდებიან ამბოხებული ჰუთიტები, რომლის უკანაც ირანის რეჟიმი დგას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG