Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 კაცი დაიჭრა ნიუ-ჯერსის ხელოვნების ფესტივალზე ატეხილი სროლის შედეგად


პოლიციამ ადგილზე გაანადგურა ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი, რომელმაც კვირას სროლა ატეხა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ თრენტონის ღამის ხელოვნების ფესტივალზე. ადგილობრივი პროკურორის ცნობით, სროლის შედეგად დაიჭრა 20 კაცი, მათ შორის ერთი, 13 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია. სროლა წამოიწყო ორმა პირმა. ერთ-ერთი, 33 წლის მამაკაცი, ლიკვიდირებულია. მეორე კი პოლიციამ შეიპყრო და მიმდინარეობს მისი დაკითხვა დანაშაული მოტივის დასადგენად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სროლის დროს ფესტივალის ადგილზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, დაახლოებით 1000 კაცი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG