Accessibility links

ჩეხეთის მთავრობა საფრთხის წინაშეა საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურის გამო


ანდრეი ბაბიში და მილოშ ზემანი

ჩეხეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ვოიტეხ ფილიპი აცხადებს, რომ უარს იტყვის კოალიციური მთავრობის მხარდაჭერაზე, თუ სოციალ-დემოკრატები გაიყვანენ თავიანთ კანდიდატურას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. შარშან ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევანში გამარჯვებულ „პარტია“ ანო და მასთან კოალიციაში მყოფ ჩეხეთის სოციალ-დემოკრატებს არ ჰყოფნით ხმები კოალიციური მთავრობის ფორმირებისათვის, რისთვისაც მათ სჭირდება ჩეხეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატების ხმები. ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ პარასკევს გამოაქვეყნა შიდა პარტიული კენჭისყრის შედეგები, რომლის თანახმად პარტიის წევრთა უმრავლესობამხარს უჭერს კოალიციას ცენტრისტულ პარტია „ანოსთან“. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პოლიტიკური ჩიხის დასაძლევად, რომელშიც ქვეყანა შევიდა შარშანდელი ოქრომბრის არჩევნების შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანას მართავს პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის დროებითი მთავრობა. მილიარდერ ანდრეი ბაბიშსა და პარტია „ანოს“ ლიდერს, ოპონენტები ადანაშაულებენ და მედია ადანაშაულებენ მისი ერთ-ერთი აგროფირმის მეშვეობით ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 2 მილიონი ევროს სუბსიდიის მითვისებაში ათი წლის წინ. ანდრეი ბაბაში უარყოფს ბრალდებას და მას "შავ პიარს" უწოდებს. ჩეხი სოციალ-დემოკრატები საგარეო საქმეთა მინისტის პოსტზე მხარს უჭერენ ევროპარლამენტის წევრის, მიროსლავ პოჩეს კანდიდატურას, რომელიც ჩეხი კომუნისტების გარდა, არც ჩეხეთის პრეზიდენტ, მილოშ ზემანს მოსწონს. ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ იგი შეხვდება პრეზიდენტ მილოშ ზემანს და მას წარუდგენს მთავრობის წევრთა სიას, მასში იქნება მიროსლავ პოჩე და ასევე სხვა კანდიდატები, რომლებსაც მხარს უჭერს სოციალ-დემოკრატიული პარტია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG