Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ქართველ "კანონიერ ქურდებს"


მამუკა ჭელიძე
მამუკა ჭელიძე

საფრანგეთის ქალაქ ნანსის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა აპრილში დაკავებულ 4 ქართველ „კანონიერ ქურდს.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ 18 ივნისს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნანსის სასამართლოში 15 ივნისს დასრულდა სასამართლო პროცესი და „კანონიერ ქურდებს“ კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბიძინა ბაკურიძეს 7 წლით. ოთხივე მათგანს სამუდამოდ აეკრძალა საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა.

ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად, 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარდა სპეცოპერაცია სახელწოდებით „Caucase Normandie,“ რომლის შედეგად დააკავეს 4 ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი.

XS
SM
MD
LG