Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" ოზურგეთში აპროტესტებს პარტიის წევრზე ძალადობას


"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია. ოზურგეთი, 2018 წლის 18 ივნისი
"ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია. ოზურგეთი, 2018 წლის 18 ივნისი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ოზურგეთის მერიასთან აპროტესტებენ საკრებულოს წევრზე, ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმას. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს საქმის დროულად გამოძიება, ინციდენტში მონაწილე ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა, ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრებისთვის საკრებულოს წევრის მანდატის შეწყვეტა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას გადადგომა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ოზურგეთში იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, ბესიკ ქათამაძეზე გასულ კვირაში მომხდარ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულია „ქართული ოცნების“ წევრი ტარიელ აროშიძე, რომელსაც 17 ივნისს ოზურგეთის სასამართლომ აღკვეთის ზომად შეუფარდა 5 ათასი ლარის გირაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG